მე-7 კლასში ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი

 

 

                                                                     გაკვეთილის გეგმ

საგანი

                              ისტორია

 გაკვეთილის თემა

               ბერძენ-სპარსელთა ომები                       

საფეხური.კლასი

            საბაზო საფეხური. VII კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა

                            3 მოსწავლე

 სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა

 

                 სსსმ მოსწავლე არ მყავს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და ინდიკატორები

ისტ. VII 3.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.ინდიკატორები

·         სხვადასხვა ისტორიული ეპოქის მაგალითებზე დაყრდნობით ახასიათებს სახელმწიფოს მმართველობის ფორმებს;

·         ადარებს სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა ფორმას ერთ ეპოქაში და მსჯელობს მათ დადებითსა და უარყოფით მხარეებზე.

ისტ. VII 4.

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.ინდიკატორები

ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას დროის სკალაზე აღნიშნავს ისტორიისთვის, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან ოთხ ან ხუთ პოლიტიკურ მოღვაწეს და კლასის წინაშე საუბრობს  მისი  არჩევანის მიზეზებზე;

 

 



                          

                        გაკვეთილის მიზანი

მოისმინონ და დაისწავლონ მოსწავლეებმა, ბერძენ-სპარსელთა ომების შესახებ, დაიმახსოვრონ თუ რა ბრძოლები მოხდა ბერძნებსა და სპარსელებს შორის,ვინ იყვნენ სახელმწიფოს ლიდერები და როგორ დასრულდა მათ შორის ეს დაპირისპირება.

                          

                        წინასწარი ცოდნა

 

 

 

 

შეკითხვების დასმით შევამოწმებ, თუ რა იციან ბერძენ სპარსელთა ომებზე მაგ: მარათონის ,თერმოპილეს,სალამინის  პლატეას ბრძოლების შესახებ.  10 წთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                   გაკვეთილის თანმიმდევრობა

 

 

 

აქტივობა I

A ფაზა

წინარე ცოდნის არაფორმალური შეფასება.  პოზიტიური განწყობის შესაქმნელად, მოსწავლეთა ყურადღებას მივიპყრობ ილუსტრირებული სურათების ჩვენებით ბერძენ-სპარსელთა ომებზე.

B ფაზა

გამოვიყენებ აქტივობას: ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე. მოსწავლეები დაწერენ რა იციან თემის შესახებ,რისი სწავლა სურთ გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე გრაფას „ვისწავლე“ მოსწავლეები გაკვეთილის დასასრულს დაწერენ. ამ აქტივობით გამოვიწვევ მოსწავლეთა ინტერესს, რათა მეტი ინფორმაცია გაიგონ მათთვის საინტერესო საკითხებზე.   10  წთ

 აქტივობა II მოსწავლეებს  ჯგუფად დავყოფ და თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებას.

I ჯგუფი- მოსწავლე ისაუბრებს მარათონის ბრძოლაზე და გააკეთებს ბრძოლის ანალიზსს.  5 წთ.

II ჯგუფი- მეორე მოსწავლეს  დაევალა თერმოპილეს და სალამინის ბრძოლაზე საუბარი გააკეთებს ამ ბრძოლების ანალიზსს.  5 წთ.

 

III ჯგუფი -მოსწავლე ისაუბრებს პლატეას ბრძოლის შესახებ და გააკეთებს ამ ბრძოლის ანალიზსს.  5 წთ.

 აქტივობა III  შეფასება და თვითშეფასება 3 წთ

   საშინაო დავალების მიცემა 2 წთ

 

 

                                    შეფასება

    შეფასებას მოვახდენ შეფასების რუბრიკების საშუალებით. ასევე გამოვიყენებ კომენტარებს თითოეულ ჯგუფთან. მოვახდენ თვითშეფასებას, მივაღწიე თუ არა სასურველ მიზანსრას შევცვლიდი და როგორ გავაუმჯობესებდი სასწავლო აქტივობებს, მეთოდებს/სტრატეგიებს, ინსტრუქციებს.5 წთ.

 

                  გამოყენებული რესურსები

ბარათები, მარკერი, სტიკერი, ფლიფჩარტი,  ფოტომასალა, გენეალოგიური სქემა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა

 

კრიტერიუმები

ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია

ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია

ჯგუფის მუშაობა წარმატებულია

ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში

ყველა წევრი არ არის ჩართული

უმრავლესობა ჩართულია

ყველა ჩართულია

ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი

კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს

ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს

უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს

ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა

ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას

ნაწილობრივ მოყვებიან ინსტრუქციას

მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით

დროის ლიმიტის დაცვა

ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში

უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო

დაიცვეს დროის ლიმიტი


 

                     

                              

            რეფლექსია VII დკლასში ჩატარებულ გაკვეთილზე

           ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი VII კლასში, თემაზე ბერძენ-სპარსელთა ომები.  ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის კარგად გადამეცა ინფორმაცია ბერძენ-სპარსელთა ომების შესახებ.

  გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს შევახსენე ქცევის წესები თვალსაჩინოების სახით, ასევე წინასწარ გავაცანი შეფასების კრიტერიუმები,რათა არ დაკარგულიყო დრო არასაგაკვეთილო აქტივობებზე და განმავითარებელი შეფასება ყოფილიყო ვალიდური და გამჭვირვალე.

  მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი, წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მივმართე გონებრივი იერიშის მეთოდს, რაც დამეხმარა  არსებული ცოდნის ახალ მასალასთან დაკავშირებაში.

  მოსწავლეებს გავაცანი ბერძენ-სპარსელთა შორის დაპირისპირება მათ შორის გადახდილი ბრძოლების შესახებ. ამის შემდეგ წინასწარ შექმნილ ჯგუფებს  დავურიგე სამუშაო ფურცლები, სადაც მოცემული იყო თითოეული ბრძოლის დასახელება.

   თითოეული ჯგუფის დავალება მიზნად ისახავდა თუ რომელ ჯგუფს რომელი ბრძოლა შეხვდებოდათ იმ ბრძოლაზე პრეზენტაცია გაეკეთებინათ.

  პრეზენტირების შემდეგ შევაჯამეთ მიღებული ცოდნა  და დავუკავშირეთ წინარე გამოცდილებას. ამის შემდეგ მათ მივეცი საშინაო დავალება წერილობით შეესრულებინათ სახელმძღვანელოს დავალებები: N 2;3 , ასევე დავავალე ფილმის „სამასი სპარტელის“ ნახვა და შთაბეჭდილებების წერილობითი სახით წარმოდგენა , რაც ჩემი აზრით ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის ხანგრძლივ მეხსიერებაში დალექვას და ასევე განამტკიცებს საგანთშორის კავშირებს(ისტორია-ხელოვნება).

     გაკვეთილის ბოლოს გამოვიყენე ჯგუფური მუშაობის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა, ასევე მოსწავლეთა ჩართულობა წავახალისე სხვადასხვა ფერის განმასხვავებელი სტიკერებით.

      გაკვეთილის პროცესში გეგმის მოდიფიცირების საჭიროება არ დამდგარა.

  ვფიქრობ მიღწეული შედეგი საგაკვეთილო მიზნებთან რელევანტურია, მოსწავლეებმა გაიაზრეს ბერძენ-სპარსელთა ომების  ეპოქის მთავარი პოლიტიკური მოვლენები, აქტივობები იყო მრავალფეროვანი და მარალ სააზროვნო უნარებზე ორიენტირებული. დროის ლიმიტი გამოვიყენე ეფექტურად. მოსწავლეები ჩართული იყვნენ საგაკვეთილო პროცესში.

  გაკვეთილის უარყოფით მხარედ მიმაჩნია მოსწავლეთა მეტყველების კულტურის ხარვეზი და ვფიქრობ, აღნიშნული პრობლემის დაძლევაში დამეხმარება ისეთი საკლასო აქტივობების დაგეგმვა, როგორებიცაა დისკუსია და დებატები.

 

 













Комментарии