მე-9 კლასში ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი
|
საგანი |
ისტორია |
|
გაკვეთილის
თემა |
ერეკლე მეორე და მისი საგარეო
პოლიტიკა(გეორგიევსკის ტრაქტატი) |
|
საფეხური
კლასი |
საბაზო მე-9 |
|
მოსწავლეთა
რაოდენობა |
1 მოსწავლე |
|
სსსმ
მოსწავლეთა რაოდენობა |
სსსმ
მოსწავლე არ მყავს |
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა აქტუალობა |
მოსწავლეში ცოდნის უნარ-ჩვევების, მოსმენის,
საკუთარი აზრის განვითარების და დისკუსიის უნარის ჩამოყალიბება. |
|
გაკვეთილის
მიზანი |
მოსწავლე იმსჯელებს
საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარების შესახებ და სწორად შეაფასებს ერეკლე
მეორის სამეფო კარზე შექმნილ მდგომარეობას, ახსნის გეორგიევსკის ტრაქტატის გამომწვევ ფაქტორებს. |
|
წინასწარი
ცოდნა |
მოსწავლემ იცის
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ერეკლეს მეფობამდე. |
|
ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და
ინდიკატორები |
ისტ. XI.5. მოსწავლეს
შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო
საკითხების კვლევა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: · ირჩევს ერთ-ერთ სახელმწიფოს და აჯგუფებს რომელიმე
ეპოქაში მისი გაერთიანების ან დაშლის განმაპირობებელ საგარეო და საშინაო ფაქტორებს; · ირჩევს ერთ-ერთ ეპოქას და ადარებს სხვადასხვა
სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოს მიმართ; · მოსწავლე ირჩევს პოლიტიკურ მოღვაწეს და მსჯელობს მის მიერ
არჩეული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის შედეგებზე (მაგ., ერეკლე II-ის
მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის დადება); · ირჩევს რომელიმე კონკრეტულ ეპოქას, გამოყოფს იმ პერიოდის მსოფლიო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ინტერესებს. განსაზღვრავს ქართული სახელმწიფოს
(სახელმწიფოების) ადგილსა და როლს ამ კონკრეტულ ეპოქასთან მიმართებით. |
|
გაკვეთილის
მსვლელობა |
კლასის ორგანიზება(5წთ) აქტივობა 1. (5წთ) აქტივობა2.(10წთ)მინი ლექცია-მასწავლებელი
აცნობს მოსწავლეს გაკვეთილის თემას და მიზანს ,საუბრობს ერეკლე მეორის
მეფობის პერიოდის შესახებ.(მინი ლექციას მასწავლებელი წარმართავს პრეზენტაციის
საშუალებით) აქტივობა3.(15წთ)მცირე ესე. აქტივობა 4. 5 წთ. ტექსტში გამოტოვებული სიტყვების ჩასმა საშინაო დავალების მიცემა 5 წთ. |
|
შეფასების
საგანი და პროცედურები |
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები |
სახელმძღვანელო ,
ფლიფჩარტი მარკერი ,დაფა ცარცი.დამატებითი წყარო ,ვიდეო მასალა. |
რეფლექსია
ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი ისტორიაში მე-9კლასში , რომლის თემაც
იყო „გეორგიევსკის ტრაქტატი“, მიზანი იყო მოსწავლეს
გაეთავისებინათ მისი მნიშვნელობა და არსი, გაეანალიზებინა და შეეფასებინა
ტრაქტატის დადებითი და უარყოფითი შედეგები.
თავდაპირველად მოსწავლეს
გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა მოთელვის მიზნით
გავახსენე წინარე ნასწავლი მასალა თუ რომელ წელს მოხდა პირველი ელჩობა რუსეთის
იმპერიასთან, გაიხსენა პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში გეორგიევსკის
ტრაქტატამდე(XV-XVIIIსს), და რუკის დახმარებით აღწერეს მეზობელი სახელმწიფოების
შემოტევები ქვეყნის ყველა მხრიდან; მოსწავლე დიდი ხალისით და მოტივაციით
ჩაერთო დაგეგმილ აქტივობაში.
გაკვეთილის შემდეგი
აქტივობა იყო შეჯამება ანუ რა დადებითი და უარყოფითი შედეგი
მოუტანა გეორგიევსკის ტრაქტატმა 1783 წლიდან ქართლ-კახეთის სამეფოს და
შემდგომ საქართველოს. T სქემის საშუალებით მოსწავლემ ჩამოწერა დადებითი
და უარყოფითი მხარეები.
მოსწავლე მივიდა იმ დასკვნამდე,
რომ გეორგიევსკის ტრაქტატმა უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მოუტანა ჩვენს
ქვეყანას, ვიდრე დადებითი.
მოსწავლეს მივეცი ტექსტი
გეორგიევსკის ტრაქტატიდან რომელშიც გამოტოვებული სიტყვები უნდა ჩაესვა რასაც
წარმატებით გაართვა თავი.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს
დავურიგე თვითშეფასების სქემა, სადაც
მოსწავლემ შეაფასა საკუთარი თავი გაკვეთილის ჩართულობიდან გამომდინარე..
გაკვეთილის სუსტ მხარედ მინდა
აღვნიშნო,იყო ის, რომ აქტივობების მსვლელობის დროს ვერ დავიცავი დროის ლიმიტი,
რამაც მეტი დრო წაიღო და ვერ მოვახერხე თითოეული მოსწავლისათვის შესაბამისი
ქულების დაწერა.ხელმეორედ ამავე გაკვეთილის ჩატარებისას შევიტანდი კორექტირებას,
მეტ დროს დავუთმობდი მოსწავლეთა განმსაზღვრელ შეფასებას.
ჩემი აზრით მიზანი,რაც მქონდა
დასახული მივაღწიე შედეგს. მოსწავლემ ისწავლა ინდივიდუალური მუშაობის დროს
თანამშრომლობა, პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა აუდიტორიის წინაშე
.მთლიანობაში გაკვეთილი იყო ორგანიზებული და საინტერესო.









Комментарии
Отправить комментарий